დაბა კაზრეთი საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს ,,ცოცხალი წიგნები”-ს უმასპინძლებს

0

24 აპრილს დაბა კაზრეთი საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს ,,ცოცხალი წიგნები”-ს უმასპინძლებს.

დაბა კაზრეთის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება ღონისძიება, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო ლიტერატურული პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში ხორციელდება .ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები.
პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ავტორი და ხელმძღვანელია, კულტურის მინისტრის მრჩეველი, ქეთევან დუმბაძე.
პროექტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად ახორციელებს არასამეწარმეო გაერთიანება „პოეზიის მეგობართა კლუბი“, რომლის კოორდინატორი პოეტი მარიამ წიკლაურია.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ავტორებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების შეხვედრებს მკითხველებთან.

პროექტის ფარგლებში გაიმართება:
1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა.
2. ბოლნისის მუზეუმის, ქ. ბოლნისში გერმანელების ცხოვრების ამსახველი ფოტო – ექსპოზიციისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა.
3. სოფელ ტანძიის, ბოლნისის ეპარქიის ციხე – ტაძრების ფოტო – ექსპოზიციის გამოფენა.
4. ხალხური სიმღერის ანსამბლების გამოსვლები.


Share.

Leave A Reply