თავისუფალი თეატრი ბოლნისელ მაყურებელს „ჯინსების თაობას” წარუდგენს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ბოლნისელებს 4 მაისს ეპატიჟება, ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწერალ დათო ტურაშვილთან შესახვედრად. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ის 15 საათზე დაიწყება.

ასევე, 4 მაისს ბოლნისელ მაყურებელს საშუალება ექნება, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ნახოს თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „ჯინსების თაობა” – რეჟისორი დავით დოიაშვილი. დასაწყისი 18:00 საათზე.

ბილეთის ფასი: პარტერი 10 ლარი, აივანი 5 ლარი.

ბილეთები გაიყიდება კულტურის სახლის სალაროში.

 


Share.

Leave A Reply