ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩუტარდება

0

 

 

 

 

 

 

სამოქალაქო ფონდის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 10 ივნისს, ბოლნისის ,, ახალ სამედიცინო ცენტრში“ მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევების აქცია ჩატარდება.
საქველმოქმედო აქციას სამოქალაქო განვითარების ფონდი ატარებს, რომელიც ჩართულია ჯანდაცვის სამოქალაქო პროექტში და აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან.
აქციის ფარგლებში ბოლნისის 15 სხვადასხვა წამყვანი კლინიკიდან მაღალკვალიფიციური ექიმები ესტუმრებიან. კერძოდ : კარდიოლოგი, რევმატოლოგი, გინეკოლოგი, დერმატოლოგი, ტრავმატოლოგი, სახსრების ექიმი, ოთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი, ფიზიატრი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ჰეპატოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, ალერგოლოგი, პარკინსონის ექიმი, ასევე შესაძლებლობა იქნება მუცლის ღრუს გადაღებისა და ღვიძლის ექოსკოპია.
აქცია 18 საათამდე გაგრძელდება. სასურველ ექიმთან ჩასაწერად წინასწარ დარეკეთ ნომერზე: 599549669.

 

 

 

 

 


Share.

Leave A Reply