გაცვალე მაკულატურა ახალ ლიტერატურაში – აქცია ბოლნისში 28 ივნისს  გაიმართება

0

ბოლნისში 28 ივნისს 11:00 დან 17:00 მდე, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  (სულხან-საბას №106) მიკროავტობუსით შეგროვდება მაკულატურა. მაკულიტერატურა არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს მოსახლეობას გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში. აქციები იმართება რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით, მის ფარგლებში მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები, ჟურნალები, რვეულები, სანაცვლოდ კი ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა “პალიტრა L” – ის ახალი წიგნები. ანუ გაცვალოს მაკულატურა ახალ ლიტერატურაზე.

აქციაზე წარმოდგენილი იქნება წიგნების განახლებული სია და ლიტერატურის უფრო მრავალფეროვანი არჩევანი.


Share.

Leave A Reply