პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო” ფარგლებში 30 ოქტომბერს ბოლნისში ღონისძიებები გაიმართება

0

პროექტის ფარგლებში 30 ოქტომბერს, 14 საათზე, ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში მკითხველს გიორგი კეკელიძესთან, მაკა ელბაქიძესა და ოქტაი ქაზუმოვთან შეხვედრა შეეძლება, რომლებიც ილია ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვლენ, ასევე საუბრები იქნება ლიტერატურული პროცესების შესახებ.
ბოლნისის ბიბლიოთეკის დარბაზში ასევე გაიმართება ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე).
15:40 – 16:00-მდე ბოლნისის კულტურის სახლის ფოიეში მოხდება საგამოფენო სივრცის დათვალიერება,
ნ. ბარათაშვილის საიუბილეო ხუთენოვანი კრებულის წარდგინება და გ. კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები“ აზერბაიჯანულენოვანი თარგმანის, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები კულტურის სახლში ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდება, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.
სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 22 აპრილს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.


Share.

Leave A Reply