დაბა კაზრეთში ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

0

საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“, პროექტის „თემზე დაფუძნებული მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის“ ფარგლებში,  პარასკევს 10 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე დაბა კაზრეთში გეგმავს საქველმოქმედო კონცერტს ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობით.

კონცერტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომელიც მიმართულია მიზნობრივი ჯგუფების (მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, მედია, ფართო საზოგადოება) დამოკიდებულების შეცვლაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.


Share.

Leave A Reply