ბოლნისში ანზორ მარგველანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

0

ძიუდოს სკოლაში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეცამეტე საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის.ორდღიანი ტურნირი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.450-მდე სპორტსმენი ორ ასაკობრივ ჯგუფში (2003-2004 და 2005-2006- 2007)  ორი დღის განმავლობაში იასპარეზებენ.

ანზორ მარგველანის სახელობის საერთასორისო ტურნირზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის და სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და მედლებით  დაჯილდოვდებიან,ხოლო  გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებს ანზორ მარგველანის სახელობის თასები გადაეცემათ.


Share.

Leave A Reply