გოგი მეშველიანმა თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

0

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად , თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ამ ეტაპზე სამხრეთ ტრიბუნისა და შემოღობვის დემონტაჟი მიმდინარეობს , რათა გამონთავისუფლდეს ადგილი და სტადიონმა დააკმაყოფილოს 115/76 მინიმალური-მეორე კლასის სტანდარტი. აღნიშნულს , ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს , ხოლო მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მინდვრის საფარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააგებს.


Share.

Leave A Reply