ინტეგრირებული სემინარი და ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის

0

2018 წლის 16-18 თებერვალს ქვემო ქართლში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ინტეგრირებული სემინარი და ტრეინინგი გაიმართება.

ღონისძიება ხორციელდება პროექტის „ადვოკატირება ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად“ ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელია ააიპ „ქვემო ქართლის ერთნოშორისი კავშირი“, ხოლო პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი“.

ღონისძიება ჩატარდება რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში და და მას 20 მონაწილე ეყოლება ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან.

დაგეგმილი აქტივობის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეთა ცოდნის ამაღლება ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების გეგმით გათვალისწინებულ ამოცანებთან დაკავშირებით; მონაწილეთა   ლიდერობის, ადვოკატირებისა და საჭირო სოციალური უნარების განვითარება, რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის გამოყენებისათვის საჭირო ინიციატივების განხორციელების მიზნით;

ღონისძიების ფარგლებში მოხსენებას გააკეთებენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი – ნინო ბოლქვაძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – ლევან ჟვანია.

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს  ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები,  გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 5.07 მილიონ ევროს (ევროკავშირის თანამონაწილეობა 3.8 მილიონი ევრო.


Share.

Leave A Reply