,,ინტერნეტი განვითარებისთვის’’ – მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართება

0

31 მარტს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრას გამართავენ თემაზე – ,,ინტერნეტი განვითარებისთვის’’.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ უფასო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.

პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.


Share.

Leave A Reply