სისხლიანი გარჩევა ბოლნისის ცენტრში

0

რამდენიმე წუთის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ხმაურიან გარჩევას გასროლის ხმა მოჰყვა, რის შედეგადაც ორი  მათგანი დაიჭრა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„გაზეთ ბოლნისს“  შს სამინისტრომ აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა. საქმე გახსნილია, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 118 მუხლით.  118 მუხლი გულისხმობს „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას“, 236 „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. იარაღი ამოღებულია, გამოძიება დაწყებულია და დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი.


Share.

Leave A Reply