ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებით, ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში საზოგადოებასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები, მათი პრევენცია და იმუნიზაცია. ძირითადად ყურადღება გამახვილდა წითელაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. თუ როგორ ჩაიარა იმუნიზაციის კვირეულმა, ამაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მაკა მამარდაშვილი ისაუბრებს:

„დღევანდელი შეხვედრა შემაჯამებელი იყო იმ კვირეულის, რომელიც ევროპის მასშტაბით 23 აპრილიდან მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ევროპის იმუნიზაციის კვირეული იმართება წელიწადში ერთხელ და მას ყოველთვის უერთდება საქართველო,  მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტიც. კვირის განმავლობაში სკოლებში, ბაღებში, ოჯახის ექიმებთან და კლინიკაში, იმუნიზაციის კუთხით, სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა. შეხვედრები ძირითადად ემსახურებოდა ადამიანის ცნობიერების ამაღლებას და იმ მითების დანგრევას, რომ იმუნიზაცია  არის საფრთხის შემცველი., კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იმუნიზაცია არის უსაფრთხო და აუცილებლად, უნდა აიცრა, რომ დაიცვა შენს ირგვლივ მყოფები. დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადი თემა იყო წითელა, რაზეც გაკეთდა პრეზენტაცია, ადგილზე იყო მობილიზებული ტრიო-მედის სამედიცინო ამცრელი ბრიგადა, სურვილის შემთხვევაში ჩატარდა, როგორც წითელას ვაქცინაცია, ისე C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი“.


Share.

Leave A Reply