ბოლნისში 22-ე საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

0

22-ე საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა სამბოში დღეს ძიუდოს დარბაზში  საზეიმო ვითარებაში გაისხნა და ორი დღე გაგრძელდება. ტურნირი 1989 წლის 9 აპრილს ქალაქ თბილისში და 1990 წლის 20 იანვარს ქალაქ ბაქოში, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ეძღვნება, სწორე ამიტომ მასში როგორც ქართველი ისე აზერბაიჯანელი სპორტსმენები ასპარეზობენ .2002-2003 წლებში დაბადებული ჭაბუკები ერთმანეთს 11 წონით კატეგორიაში  დაუპირისპირდებიან. როგორც ძიუდოს სკოლის დირექტორმა შერმადინ დადვანმა აღნიშნა ტურნირი ტრადიციულად მეგობრულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

გამარჯვებულები ტურნირის ბოლოს მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.


Share.

Leave A Reply