ფრიდონ გიგანი თბილისის გრან-პრის მეორე ადგილის ფლობელია

0

30-31 მარტს და 1 აპრილს  ჩატარდა თბილისის გრან-პრი 2018. საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა მიიღო 39 ქვეყნის 370 სპორტსმენმა. მათ შორის იყვნენ საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები ფრიდონ გიგანი და ნოდარ ბერიანი. ფრიდონ გიგანი 73 კგ. წონით კატეგორიაში მონაწილეობდა, ფინალამდე მან    ლატვიელი, უზბეკი, ინგლისელი და ირანელი უძლიერესი ძიუდოსიტები დაამარცხა. ფინალში კი ოლიმპიურ ჩემპიონთან ლაშა შავდათუაშვილთან დამარცხდა, ქართული ფინალი შედგა 73 კგ. წონით კატეგორიაში. ხოლო 90 კგ. წონით კატეგორიაში ნოდარ ბერიანი პირველ შეხვედრაში მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებით  გამოეთიშა შეჯიბრებას და  საპრიზო ადგილისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

შერმადინ დადვანი, ძიუდოს უფროსი მწვრთნელი:

-როგორც მწვრთნელი, დადებითად ვაფასებ ბიჭების ასპარეზობას, იმედი მაქვს კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ.


Share.

Leave A Reply