ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გიწვევთ 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გიწვევთ 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, რეწვის ოსტატების, თანამედროვე ფოტოგრაფის, ყვავილების, ხელოვანი ბიბლიოთეკარების ნამუშევრებისა და ეროვნული სამოსის გამოფენა. ღია ცის ქვეშ გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, საბავშვო მოდების ჩვენება, მხიარული სტარტები და სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები. ღონისძიების დასასრულს კი კულტურის სახლის სცენაზე გაიმართება წარმოდგენა „ასი წელი თავისუფლების გზაზე“.

ღონისძიებების პროგრამა

კულტურული აქტივობები:
 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა
 ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა
 ყვავილების გამოფენა
 თანამედროვე ფოტოგრაფის მარიამ ჭილაიას ფოტო გამოფენა
 ხელოვანი ბიბლიოთეკარების ნამუშევრების გამოფენა.
 წიგნების გამოფენა
 ნორჩი მხატვრების მიერ ფერწერული ნამუშევრების შექმნა
 ეროვნული სამოსის გამოფენა
 ლათინო-ამერიკული ცეკვის სტუდიის აღსაზრდელთა კოსტიუმირებული პერფორმანსი

11:30 საათი – საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ და დაკარგულ ბოლნისელ მეომართა ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობა
მისამართი: სოფელი რაჭისუბანი

12:00 საათი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
მონაწილეობენ:
 ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“
ხელმძღვანელი: ნინო დვალიშვილი

 ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“
ხელმძღვანელი: ბესიკ ტოგონიძე

 ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონი“
ხელმძღვანელი: თამარ რეხვიაშვილი

 ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ორბელი“
ხელმძღვანელი: თორნიკე კანდელაკი

 ფოლკლორული ანსამბლი „ერთობა“
ხელმძღვანელი: თორნიკე კანდელაკი
ადგილმდებარეობა: ქ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორია
12:00 სთ-დან – 14:00 საათამდე – სახის მოხატვა ბავშებისათვის პატრიოტულ თემაზე
ადგილმდებარეობა: ქ. ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია

13:00 საათი – საბავშვო მოდების ჩვენება
ორგანიზატორი: სამოდელო სტუდია „fashion studio”.
ადგილმდებარეობა: ქ. ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია
13:30 საათი – ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ხალხურ საკრავთა ჯგუფ „მასპინძელოს“ კონცერტი
ადგილმდებარეობა: კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.
14:00 საათი – წარმოდგენა „ასი წელი თავისუფლების გზაზე“
მონაწილეობენ: ბოლნისის მუნიციპალური თეატრის მსახიობები და
კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები.
ადგილმდებარეობა: ქ. ბოლნისის კულტურის სახლი

სპორტული აქტივობები:
13:00 საათი – ჭადრაკი, მკლავჭიდი, კარატე და კინგბოქსინგი.
ადგილმდებარეობა: კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია

13:00 საათი – მხიარული სტარტები
მონაწილეობენ: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელები

14:00 საათი – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში;
ადგილმდებარეობა: ქ. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი

ღონისძიების რეჟისორი: ლაშა ნოზაძე
ღონისძიების ორგანიზატორი: ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება“, ბოლნისის კულტურის სახლი;
მხარდამჭერები: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო;


Share.

Leave A Reply