რუსთავის თეატრი ბოლნისს ეწვევა

0

დღეს, 3 მაისს, 18.00 სთ-ზე,  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი ბოლნისის კულტურის ცენტრში,  ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის ,,თეთრი ბაირაღების“ ჩვენებას გამართავს.

რეჟისორები: ლევან სვანაძე (. მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი) სოსო ნემსაძე (. ახმეტელის პრემიის ლაურეატი)

ინსცენირების ავტორი: გიგა ლორთქიფანიძე

მხატვარი: ლომგულ მურუსიძე (. მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი)

მუს. გაფორმება და ვიდეო პროექცია: ლევან სვანაძე (უმცროსი)

რეჟისორის თანაშემწე: ლეილა ჯელაძე

მონაწილეობენ:

ვაკო კობერიძე, ეკატერინე ქვრივიშვილი, მაია გელიაშვილი, ზვიად დოლიძე, სოსო ელიზბარაშვილი, მაია ჯავახიშვილი, გიორგი რევაზიშვილი, სპარტაკ კიკნაძე, ზაზა თაგოშვილი, რეზო კოღოშვილი, ლეონტი შიოშვილი, ნუკრი გამყრელიძე, ლაშა კანკავა, ალეკო ილარიონი, ზურა ჯინჭარაძე.

,,როგორ შეიძლება გასამართლდეს ყველაზე საშიში დამნაშავე, ან რა განაჩენი გამოაქვთ თავად პატიმრებს ერთმანეთისთვის, სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ვნებას შორის, როგორ ამტკიცებს ახალგაზრდა ადამიანი საკუთარ უდანაშაულობას და რას სწავლობს რომანტიკოსი გმირი თანასაკნელებისგან. ცნობილი ნაწარმოების რუსთავის თეატრის მიერ ინტერპრეტირებულ სპექტაკლს ამჯერად ბოლნისის მაყურებელი შეაფასებს.


Share.

Leave A Reply