,,სასკოლო ოლიმპიადა -2018“ ფეხბურთში ბოლნისის №1 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში,  სპორტის სხვადასხვა სახეობაში,  ,,სასკოლო ოლიმპიადა-2018“ გაიმართა.  ფეხბურთში გამართულ  შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტის  მასშტაბით, 2002-2003 წლებში  დაბადებულ  ვაჟთა მიერ დაკომპლექტებული 22  სასკოლო გუნდი მონაწილეობდა.  ფინალურ მატჩში ბოლნისის №1 საჯარო სკოლას კაზრეთის №2 სკოლის სპორტსმენები დაუპირისპირდნენ.  შეხვედრა  №1 საჯარო სკოლის სასარგებლოდ, ანგარიშით  3:0 დასრულდა.  მიღებული შედეგებიდან გამომდინარე,  2 მაისს, ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის გუნდი ქალაქ რუსთავში    რეგიონალურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში  ანაკლიის ათ დღიან საგზურს მიიღებენ, სადაც  რესპუბლიკური ჩემპიონატი გაიმართება.

დინარა პირველი,  კაზრეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი ბავშვები ფინალურ შეხვედრაში ბოლნისის პირველ საჯარო სკოლასთან დამარცხდნენ.  ვულოცავ მათ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ.

ირმა წაქაძე, ბოლნისის №1 საჯარო  სკოლის დირექტორი:

ვულოცავ ჩვენი სკოლის გუნდს მორიგ გამარჯვებას. ეს არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჩვენ უკვე შეჩვეულები ვართ სპორტულ სფეროში წარმატებებს. სასიამოვნოა, რომ მუხტი არ ეცემა და იმედი მაქვს, ხვალაც რუსთავიდან გამარჯვებულები დაბრუნდებიან.


Share.

Leave A Reply