ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე ‘’ სოლო კონცერტისთვის ემზადება

0

30  მაისს, დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სცენაზე ანსამბლი 14 ცეკვით წარსდგება მაყურებლის  წინაშე. კონცერტი კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით იმართება, რომელიც ანსამბლს და მის ცეკვის შემსწავლელ სტუდიებს 3 წელია, რაც აფინანსებს.

36 წლის ისტორიის მქონე ანსამბლმა, არსებობის მანძილზე  არაერთ  წარმატებას  მიაღწია. „მართვე“ ახლა უკვე მარი ტატიშვილის თაოსნობით,  ღირსეულად აგრძელებს მამის – გია ტატიშვილის წლების წინ დაწყებულ საქმეს.  ანსამბლი  აქტიურად იღებს მონაწილეობას  სხვადასხვა კონკურსებსა და  ფესტივალებში, თუმცა მშობლიურ მხარეში დაგეგმილი კონცერტისათვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან.

გაიზარდა ბავშვთა რაოდენობა,დღეს ანსამბლ ,,მართვეს’’ 80-მდე მოსწავლე ყავს.


Share.

Leave A Reply