ბოლნისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს რეანომობილი გადაეცა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკს ახალი ულტრათანამედროვე რეანომობილი შეემატა,  „ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ბოლნისის ოპერირებისთვის სპეცმანქანა გადასცა, რომლითაც შესაძლებელი გახდება კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების გადაყვანა.  აქამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, პაციენტთა სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა, რეანომობილის გადაცემის შემდეგ კი კრიტიკული პაციენტების გადაყვანა ოპერატიულად მოხდება.

გადაცემის ცერემონიალს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აზერბაიჯანის დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი ესწრებოდნენ.

ავთანდილ თალაკვაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი:

-საქართველო და აზერბაიჯანი  მეგობრები არიან, ამის ნათელი დასტურია ეს დღე, აზერბაიჯანულმა მხარემ ორი რეანომობილი გადმოგვცა, რომელიც ბოლნისსა და გარდაბანში განთავსდება.

ზაურ დარგალი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე:

-აღნიშნული მანქანებით  შევამცირებთ კრიტიკულ პაციენტებზე რეაგირების დროს, რეანომობილები არა მარტო ბოლნისის და გარდაბანის მუნიციპალიტეტს  არამედ მთლიანად რეგიონს მოემსახურება.


Share.

Leave A Reply