უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ქვემო ბოლნისში

0

 

ქვემო ბოლნისში ჩატარებულ სამედიცინო გამოკვლევებში უამრავი ადგილობრივი ჩაერთო,  მათ უფასოდ ჩაიტარეს ექიმ -სპეციალისტების გამოკვლევა-გასინჯვები. სამედიცინო აქცია სოფელში კლინიკა ,,ავერსის ‘’ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. პაციენტებს საშუალება ჰქონდათ   სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციასთან ერთად ექოსკოპიური კვლევებიც ჩატარებოდათ. გასინჯვა-გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. აქცია დევიზით: ,,მადლიერი პაციენტების სიმრავლე, ჩვენი ძალაა’’ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.


Share.

Leave A Reply