RMG-ის, მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისსა” და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი

0

ბოლნისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს კომპანია არემჯის, მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისი” და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის, რომლის მიზანია არემჯიმ როგორც რეგიონში უმსხვილესმა ბიზნესმა ხელი შეუწყოს ბოლნისური ღვინოების პიპულარიზაციას და მათ შემდგომ განვითარებას.

მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისი 2018 წ. დასაწყისში ჩამოყალიბდა და მცირე ტიპის 15-მდე საოჯახო მარანს აერთიანებს. ბოლნისელი მეღვინეების მიზანია ბოლნისში აღდგეს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში ღვინოს დაყენება, რაც ბოლო 400 წელი დაკარგული იყო.

კომპანია არემჯის სურვილია დაეხმაროს ბოლნისელ მეღვინეებს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში მონაწილეობაში და ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციაში. მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალი საოჯახო მარნების ღვინოს ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაში.


Share.

Leave A Reply