ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სოფელ მამხუტში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი  გოგი მეშველიანი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები  სოფელ მამხუტში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ  მათ პრობლემებს. ფერმერები მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ, რომლის მიზეზად ქართულ ბაზარზე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციას ასახელებენ, რომელიც დემპინგურ ფასად იყიდება.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საკითხები მოინიშნეს და მოსახლეობას კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვეს.


Share.

Leave A Reply