ასოციაცია “ანიკა” აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და პირების პერსონალური ასისტენტის შესარჩევად

0

ასოციაცია “ანიკა” აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და პირების პერსონალური ასისტენტის შესარჩევად, პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისი ბოლნისის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. დაინტერესებული პირები პროექტის ფარგლებში გაივლიან 1 თვიან ინტენსიურ ტრენინგებს, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდებიან პერსონალურ ასისტენტებად. პერსონალური ასისტენტის სერვისის მოდელი სრულად ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის ხედვის სოციალურ მოდელს, მოძრაობას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას. სოციალური მოდელი მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გარემოში არსებული ბარიერებისა და დაბალი მოლოდინების აღმოფხვრისაკენ, რათა ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზების საშუალება მიეცეს. ასოციაცია “ანიკა” არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულობები. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 12 ვაკანტური ადგილი (10 ბოლნისის რეგიონში 2 თბილისში) პოზიციის ხანგრძლივობა: 6 თვე (გაგრძელების პერსპექტივით) პერსონალური ასისტენტი ძირითადი მოვალეობები: ** პერსონალური ასისტენტი ვალდებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი/პირი უზრუნველყოს მის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური აქტივობების შესრულებისთვის საჭირო ასისტირებით; ** პერსონალური ასისტენტის სამუშაო პროცესი მრავალფეროვანია და მოიცავს შშმ პირის მხარდაჭერას საკუთარი თავის მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ანდა სხვა აქტივობებში. ** პერსონალური ასისტენტის სამუშაო პროცესის შინაარსი და მისი ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შშმ პირის საჭიროებებზე. საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ** სასურველია სამუშაო გამოცდილება შშმ ბავშვებთან და პირებთან ** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი ** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა შერჩევის პროცედურა: ** ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე მიღებული დოკუმენტაციის განხილვა/შერჩევა ** გასაუბრება კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება 15 კანდიდატი, რომელიც 1 თვის მანძილზე გაივლის ინტენსიურ ტრეინინგ კურსს. გადამზადებული 15 ადამიანიდან ასოციაცია ანიკაში დასაქმდება 12 (10 ბოლნისში, 2 თბილისში) კანდიდატი. წარსადგენი დოკუმენტები: ** რეზიუმე CV ** სამოტივაციო წერილი კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი 2018 წლის 15 ოქტომბრამდე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე anikavacancy@gmail.com და გთხოვთ მიუთითეთ “subject” ველში თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.


Share.

Leave A Reply