ბოლნისში კარატე-დო შიტო-რიუს ჩემპიონატი ჩატარდა

0

ტრადიციულად ყოველი წლის ოქტომბრის თვეში ბოლნისში კარატე-დო შიტო-კაიში ჩემპიონატი ტარდება, ამჯერადაც ძიუდოს დარბაზში, ბოლნისის რიგით VII  თასის ტურნირი ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონი იყო ჩართული. ყოველწლიურად ბოლნისში წელიწადში ორჯერ ოქტომბერსა და მაისის თვეში იმართება ჩემპიონატები საქართველოსა და ბოლნისის თასზე. აღნიშნული ჩემპიონატი ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით.

ტურნირი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,  გამოვლინდნენ I, II  და  III ადგილის მფლობელები. გამარჯვებულებს სიგელები და მედლები გადაეცათ.

II ადგილზე სხვადასხვა კატეგორიებში  ალბერტ ბაგდასარიანი და  ნინო ახობაძე გავიდნენ.

III ადგილი კი ხუთმა ადგილობრივმა აიღო. ესენი არიან მარიამ უგრეხელიძე, ვენერა ახობაძე, ნიკოლოზ დანელია, დათო კვიციანი და რევაზ კულდონაშვილი.

ჯამბულ კოდუა, საქართველოს შიტო-კაი ასოციაციის პრეზიდენრი:

-ეს არის პირველი ნაბიჯები, გამოუცდელი ბავშვები იღებენ გამოცდილებას. მსაჯები მაქსიმალურად ცდილობენ რომ ტურნირი ობიექტურად ჩატარდეს. რაც შეეხება ბოლნისის კლუბს და მის ხელმძღვანელს ძალიან კარგი სპორტსმენები არიან, ხელმძღვანელიც არაჩვეულებრივი ადამიანია ზრდის კარგ თაობებს, რომლებმაც გარკვეული ადგილები აიღეს,  წარმატებებს ვუსურვებ მათ.

თადო ჩხეტიანი, საქართველოს შიტო-კაის ასოციაცციის ვიცე პრეზიდენტი:

-ბოლნისის თასზე რიგით VII ჩემპიონატი ტარდება საქართველოს მასშტაბით,  მასში მონაწილეობდნენ 20 წლამდე ასაკის სპორტსმენები,  ჩემპიონატი ემსახურება სპორტის განვითარებას, ვინაიდან კარატე არის შესული ოლიმპიადაში აქედან ხდება შერჩევა, შედეგების მიხედვით მოხდება ფედერაციის დაინტერესება. მხარდაჭერას გვიწევს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და მადლობა ამ  მხარდამჭერისთვის. შემდეგი ჩემპიონატი ჩატარდება მაისის თვეში და მასში მონაწილეობას მიიღებენ 25 წლამდე ასაკის სპორტსმენები.

გოგიტა დარციმელია, საქართველოს ეროვნული ფედერაციის მთავარი რეფერი:

-აღნიშნული შეჯიბრების ძირითადი აზრი და მისია ისაა, რომ განვითარდეს სპორტის სახეობა, აქ მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს მასშტაბით შიტო-კაის ფედერაციაში შემავალი კლუბები, რომელთაც აქვთ ყველას თავისებური გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარება ხდება. ვაწარმოებთ დაკვირვებას, რომელი კლუბი უფრო წარმოაჩენს თავს. ამავდროულად მიმდინარეობს მსაჯების დატრენინგება, რათა რეგიონებს ჰყავდეთ თავისი მსაჯები.


Share.

Leave A Reply