ბოლნისში პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ დასკვნითი ეტაპი ჩატარდება

0

26 ოქტომბერს ბოლნისში  პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ დასკვნითი ეტაპი ჩატარდება. კერძოდ, ბოლნისის კულტურის სახლში, 16:00 საათზე, გაიმართება მუსიკალური კონცერტი ჯგუფი „ქიმერას“ მონაწილეობით,ხოლო ბოლნისის საჯარო სკოლებში, 14:00 საათზე, მოეწყობა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნი-ალბომებისა და სახელოვნებო მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა სახის გამოფენები. პროექტი 2018 წლის 15 მაისიდან სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება და ინიცირებულია სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.


Share.

Leave A Reply