რუსთავში ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

0

დღეს ქალაქ რუსთავის მხარეთმცოდნეიბის მუზეუმში, რუსთავის და ქვემო ქართლის მხატვართა გაერთიანება „გამას“ წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ორ ენოვან ალბომში 70 მხატვარს შორის ბოლნისელი ნოდარ გოგებაშვილის ნახატებიცაა შეტანილი. ნოდარ გოგებაშვილი უკვე 30 წელზე მეტია საკუთარ ნიჭსა და გამოცდილებას თაობებს უზიარებს. ნიჭიერი შემოქმედი 1983 წელს მოსკოვში ერთ-ერთ გამოფენაზე ლაურეატი გახდა, 1986 წლიდან საქართველოს სახალხო ოსტატის წოდება მიენიჭა. მას ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ არა ერთ გამოფენაზე აქვს მონაწილეობა მიღებული. ალბომი გამოცემულია ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერით. პრეზენტაციას მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა მხატვრების მიერ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიციები.


Share.

Leave A Reply