საბავშვო თეატრმა პრემიერა წარმოადგინა

0

საბავშვო თეატრმა „საზღაპრეთი 2“ დღეს ბოლნისელ მაყურებელს პრემიერა წარუდგინა. პატარა მსახიობებმა კულტურის სახლის მცირე დარბაზში „პეპი გრძელი წინდა“ ითამაშეს.

ვილა ყიყლიყო მხიარული ქვეყნიდან, სადაც ბავშვობა ხალისიანი და უდარდელია, მეგობრობა კი მტკიცე და ურყევი, ობლად დარჩენილი პატარა პეპი კი მუდამ ბედნიერი და თავისუფალი, რომელიც არ უშინდება დაბრკოლებებს, სურვილებსა და ცხოვრებას თავად განკარგავს.

„პეპი გრძელი წინდა“  სასწავლო წლის მანძილზე ყოველ ხუთშაბათს გაიმართება, 15 პატარა მსახიობი მცირე სცენიდან პეპის თავგადასავალს მოყვებიან.


Share.

Leave A Reply