სტადიონებისა და სპორტულ მოედნების სამსახურმა სპეც ტექნიკა შეიძინა

0

თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებული სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა და დეპუტატმა მოინახულა. სტადიონზე მოიხსნა სამხრეთ ტრიბუნა, რის ხარჯზეც გაიზარდა მოედნის ფართობი, მოეწყო პრეს-ლოჟა, რის შემდეგაც საქართველოს სპორტის ფედერაციის ხელშეწყობით დაიგო მინდვრის საფარი, მწვანე საფარის მოსავლელად კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა სპეც-ტექნიკის შეძენა.  თამაზ სტეფანიას სახელობის განახლებული სტადიონი უეფას მოთხოვნებს აკმაყოფილებს,  მალე ბოლნისის „სიონი“ შეხვედრებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.


Share.

Leave A Reply