წარჩინებული მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში 2016-2017 სასწავლო წლის 26 წარჩინებულ კურსდამთავრებულსა და 30 პედაგოგს საზეიმო ვითარებაში მედლები და სერთიფიკატები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე ესწრებოდნენ. 26 წარჩინებული კურსდამთავრებულიდან, 23 ოქროს, ხოლო სამი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. 30 პედაგოგიდან კი ერთს წამყვანის, ხოლო 29-ს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.


Share.

Leave A Reply