ბოლნისის სიონი  კვლავ  ლიგა ერთში ითამაშებს

0

დღეს თამაზ სტეფანიას სახელობის განახლებულ სტადიონზე  პლეი  აუტის განმეორებითი  შეხვედრა  ჩატარდა. ბოლნისის ,,სიონმა’’  გაგრის “გაგრას” უმასპინძლა.  დაძაბული შეხვედრა საბოლოო ანგარიშით  3:0  ბოლნისის ,,სიონის“ სასარგებლოდ დასრულდა.  გოლები  ვილი ისიანმა, ლევან ხმალაძემ და დავით კირკიტაძემ  გაიტანეს.  სიონმა ამ მოგებით  ლიგა ერთის საგზური გაანაღდა და მომავალ წელს  ,,სიონი“ კვლავ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.  დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივრებთან ერთად  ადგილობრივი ხელმძღვანელობაც ესწრებოდა.

თეიმურაზ შალამბერიძე, ბოლნისის ,,სიონის“ მთავარი მწვრნელი:

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო.  ემოციურად დაძაბული თამაში ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა, ეს არის ფეხბურთელების დამსახურება. გამოცდილი და წარმატებული მოთამაშეები გვყავს და მჯერა ბევრს მიაღწევენ. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს და გულშემატკივარს. ვულოცავ ბოლნისელებს უმაღლეს ლიგაში დარჩენას.სახლში თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ სეზონზე  პირველი თამაში იყო რეაბილიტირებულ სტადიონზე.

დავით კირკიტაძე,ფეხბურთელი:

მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო  თანადგომისთვის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გაგვემართლებინა მათი იმედები და  გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენილიყო.

გოგი მეშველიანი,საქართველოს პარლამენტის წევრი,ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი:

პირველ რიგში მინდა ,,სიონის“ გულშემატკივრებს მივულოცო ეს დღე,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თამაში იყო, სადაც გადაწყდა ,რომ ბოლნისის ,,სიონი’’მომავალ წელსაც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. ეს არის მნიშვნელვანი პირველ რიგში იმიტომ , რომ გაგრძელდება 20 წლიანი საფეხბურთო ტრადიცია ბოლნიში,  ასევე დიდი სტიმულია მომავალი თაობისთვის. სტადიონზე  ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა პროექტი,რომელიც გულისხმობს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ჩატარდა დიდი სამუშაოები, განახლდა მოედანი.ამ საჩუქრისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციის პრეზიდენტს.მომავალი წლიდან კი თვითმმართველობა გააგრძელებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას.ერთ წელში ბოლნისს ექნება მაღალი სტანდარტის  სტადიონი.

 

 


Share.

Leave A Reply