ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს უყარეს კენჭი.

სხდომაზე ძირითადად აქცენტი გაკეთდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივბიუჯეტშიგანხორციელებულ ცვლილებებზე.

,,მიმდინარე წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, დაზუსტდა შემოსავლები და ხარჯები, რომელმაც მთლიანობაში 8 102 300 ლარი შეადგინა , მათ შორის 5 136 000  ლარით დაზუსტდა ნაშთისსახით გადმოყოლილი შემოსავლები, ხოლო რეგიონალური ფონდებიდან დამატებულმა თანხებმა შეადგინა 2 479 075  ლარი, შესაბამისად ხარჯვით ნაწილშიც ჩაშლილია მუხლობრივად. ჯერჯერობით რეგიონალური განვითარების სამინისტროდან ოთხი პროექტია თანადაფინანსებული:

1. ქ.ბოლნისში რუსთაველის ქუჩაზე ქვაფენილით მოწყობითი სამუშაოები,

2. ქ.ბოლნისში თაყაიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობითი სამუშაოები,

3. ქ.ბოლნისში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე №4 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ,

4. დაბა კაზრეთში ლიფტების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელსაც კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება ინფრასტრუქტურა,“განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ოთარ ხუტიაშვილმა.

სხდომაზე ასევე განიხილეს სოციალური დახმარების, გაცემისა და მიღების წესი, რომელშიც  შევიდა ცვლილებები.

,,ყოველ წელს ახლდება სოციალური პროგრამები, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.12.2017 წლის N74 დადგენილებით დამტკიცებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესის“ თანახმადაა განსაზღვრული, მიმდინარე წელს  პირველი ცვლილება შევიდა პროგრამაში, რაც მდგომარეობს შემდეგში, მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის, პროგრამაში ჩართვისათვის ერთ ერთ წარსადგენ დოკუმენტაციად განსაზღვრულია ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, სადაც  ოჯახს სარეიტინგო ქულა მინიჭებული უნდა ჰქონდეს 2018-2019 წელს.  მეორე ცვლილება განხორციელდა შშმ პირების დახმარებებში, სადაც დაკონკრეტდა მუნიციპალური პენსიით მოსარგებლე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო შშმ პირების კატეგორიები (გარდა ასაკით პენსიონრებისა).

 განახლდა განცხადებების მიღება სახლის სახურავების შეკეთებაზე. უკვე მომდევნო კვირიდან შესაძლებლობა ექნება ყველა მოქალაქეს განაცხადი გააკეთოს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, მერის ბრძანებით შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც განიხილავს ყველა განაცხადს და მაქსიმალურად გაეწევა დახმარება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებს“. აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის  პირველი კატეგორიის უფროსმა  სპეციალისტმა ლელა კვირიკაშვილმა.

21 იანვრის საკრებულოს  სხდომაზე დასამტკიცებლად ასევე გატანილი იყო ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ორწლიანი სამოქმედო გეგმა.

,,ჩვენი მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ 2017 წლიდან შეუერთდა და ავიღეთ ვალდებულება, რომ ერთი წლის განმავლობაში მოვამზადებდით ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმას. დღეს საკითხი გავიტანეთ საკრებულოზე, რათა დამტკიცებულიყო ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი მიზანია: აგრო წარმოების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარება,  ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია,  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა,“განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის  პროექტების მართვის განყოფილების უფროსმა, მერი აბრამიშვილმა.


Share.

Leave A Reply