გენდერული კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების ანგარიშის განხილვა

0

სოფლად მცხოვრებთა საჭიროებების გამოვლენა და პრობლემების პრევენციული ზომები, ურთიერთობები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა და მათი ინფორმირება – ეს იმ შემაჯამებელი ანგარიშის მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღეს გენდერულ საკითხებში მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ფატი ტვილდიანმა, გენდერულ საბჭოსთან ერთად მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს წარუდგინა. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, სოციალიზაციის, განათალებისა და ინფორმირებულობის მხარდასაჭერად მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში შეიქმნება შეხვედრების რესურსსცენტრები, რომელიც ხელს შეუწყობს საინფორმაციო კამპანიის წარმოებას სახელმწიფო სერვისების შესახებ.


Share.

Leave A Reply