რა მდგომარეობაა ბოლნისის სამედიცინო დაწესებულებებში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით

0

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასა და ამბულატორიულ ცენტრს „ტრიომედს“ მაღალი ტემპერატურით, ხველითა და თავის ტკივილის ჩივილით დღის განმავლობაში არაერთი პაციენტი აკითხავს. მედიკოსების ინფორმაციით ამ ეტაპზე სტატისტიკა საგანგაშო არ არის, ზამთრის  ცივი დღეების დადგომასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება გრიპის ვირუსით მიმართვიანობა.

გრიპის ვირუსის გამო მკურნალობას როგორც პატარა, ასევე უფროსი ასაკის პაციენტები გადიან. გაზრდილი მიმართვიანობის მიუხედავად, ბოლნისის სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში მეტი პაციენტის მისაღებად. როგორც კლინიკების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, ვირუსი ყველა ასაკობრივ კატეგორიაშია გავრცელებული. პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება, ყელის, სახსრების ანდა თავის ტკივილი.

გაზრდილია როგორც გაციებით გამოწვეული, ისე ვირუსული გრიპი. საქართველოში გასული წლების მსგავსად წელსაც H1N1  ტიპის ვირუსი დაფიქსირდა, რომელიც მოსახლეობაში ღორის გრიპის ვირუსითაა ცნობილი. სეზონური ვირუსის მსგავსად  ვრცელდება და ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ღორის გრიპი ხასიათდება ცხელებით, რესპირატორული სინდრომით და მძიმედ მიმდინარეობს.

ექიმ-მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ მოერიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და  თავი შეიკავონ ვირუსიან ადამიანებთან კონტაქტს,  ხშირად დაიბანონ ხელები და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.


Share.

Leave A Reply