6 თებერვალს ბოლნისში ,,ეტალონი“ ჩატარდება

0

,,2018-2019 სასწავლო წლის ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ღონისძიება 6 თებერვალს გაიმართება, რომელსაც ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლა უმასპინძლებს. კონკურსში პირველი ტურის შედეგად შერჩეული 84 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, გამარჯვებული კი გრანდიოზულ ფინალურ ტურში ბოლნისის სახელით წარსდგება. შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპია შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.


Share.

Leave A Reply