ბოლნისის ეპარქია დღეს მეუფის ანგელოზის დღეს ზეიმობს

0


საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია 10 თებერვალს ღირსი მამა ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს. ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. ღვთისმსახურება ბოლნელმა ეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონესთან, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან გიორგისთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა, რომელსაც მოწვეული სტუმრები, ბოლნისის მრევლი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა.
ეპარქიის წინამძღვარმა ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა, დღესასწაული მიულოცა და ღირსი მამის ღვაწლზე ისაუბრა.
ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში ქალაქ ნაზიბიაში დაიბადა, რომელმაც იღვაწა საღვთო წერილის, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის, მას ეკუთვის მრავალი ლოცვა და საგალობელი. წმიდა მამა, სიმდაბლის გამო თავს ყველაზე უღირსად თვლიდა.


Share.

Leave A Reply