საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სახელმწიფო დროშა დაეშვა

0

25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. 98 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა.

🇬🇪ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად, პარლამენტის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დღის განმავლობაში დაშვებული იქნება.

25 თებერვალი ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებითაა გამოცხადებული.


Share.

Leave A Reply