საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს ულოცავს გამარჯვებას

0

„ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ სოფელ ბოლნისის , საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი გოჰარ ხურშუტიანი გახდა. ვულოცავ გოჰარს ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებას, ვუსურვებ კიდევ მრავალ წარმატებას.
ვთვლი, რომ ყველა მონაწილე გამარჯვებულია ,რადგან ინტელექტ-ჩემპიონატში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო . პროექტი „ეტალონი“ ხელს უწყობს მოსწავლეებში განათლების პოპულარიზაციას, ცოდნის გაღრმავებას და მოტივაციის გაზრდას,”განაცხადა გოგი მეშველიანმა.
ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს გოჰარ ხურშუტიანს , ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატისგან სიმბოლური საჩუქარი, ილუსტრირებული ენციკლოპედია – „მსოფლიო ისტორია „ გადაეცა.


Share.

Leave A Reply