გიორგი გახარიამ ბოლნისში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

0

„დღეს ჩვენ აქ გავხსნით პოლიციის ახალი შენობა. ეს არის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი. აქ იმსახურებს 40 პოლიციელი, რომლებიც მოემსახურებიან ამ დიდ რაიონს, დაახლოებით, 60 000 მოქალაქეს. აქ არის სრულად მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩვენმა პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ წელს დაიწყება და დასრულდება პოლიციის ახალი შენობები გომში, მესტიაში, წალენჯიხაში, პანკისსა და ბაკურიანში. წელს აუცილებლად დავიწყებთ პოლიციის ახალი შენობის მშენებლობას ბათუმში და ეს იქნება აჭარის პოლიციის სავიზიტო ბარათი”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


Share.

Leave A Reply