გოგი მეშველიანი და გიორგი კოპაძე ქართველ და უცხოელ ინვესტორებს შეხვდნენ

0

7 მარტს, ახალციხის მაჟორიტარის გიორგი კოპაძისა და ბოლნისის მაჟორიტარის, გოგი მეშველიანის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა. 

პარლამენტის წევრების გარდა, ბოლნისში შეხვედრას ღვინის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ბერდია ბერიშვილი და ფრანგი ბიზნესმენი და ბოლნისში ღვინის განვითარებით დაინტერესებული ინვესტორი ოლივიე სავოიე ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესმენი ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად, დაახლოებით 20 ჰა ფართობზე ვენახების გაშენებას, ღვინის წარმოებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ასევე, თანამედროვე ლაბორატორიის აშენებას გეგმავს, სადაც ღვინისა და მიწის სინჯების ანალიზი იქნება შესაძლებელი.


Share.

Leave A Reply