დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ბოლნისიც გამოეხმაურა

0

დაუნის სინდრომის მხარდამჭერ აქციას „ჭრელი წინდები“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. 13-21 მარტის ჩათვლით, საგანმანათლებლო ცენტრ „განთიადში“ სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები,  მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან და სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ცენტრს ტკბილეულით ხელდამშვენებულები ესტუმრნენ, ბენეფიციარებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მიულოცეს და  სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. წინდების ტრადიცია 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა და მიზანი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა, წინდების შეძენით ადამიანები ირგვლივ მყოფთა ყურადღებას იქცევენ, ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას.


Share.

Leave A Reply