ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ

0

19-21 მარტის ჩათვლით საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ზეიმი მზის ამოსვლასთან ერთად ცეკვით და სიმღერით იწყება. ბაირამი ადგილობრივებს სოფელ ტალავერში საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა მიულოცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ბაირამობის დღესასწაულს მარნეულში, საკუთარი პავილიონით შეუერთდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ბაირამობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. სტუმრებმა საგანგებოდ მოწყობილი პავილიონები დაათვალიერეს და მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს.
ნივრუზ ბაირამი – გაზაფხულის დღესასწაულს, დღის და ღამის გათანაბრებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს, რომელსაც აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში აღნიშნავენ.


Share.

Leave A Reply