„ეროვნული იმპერატივის“ მორიგი აქტივობა ბოლნისში

0

საზოგადოებრივმა და შემოქმედებითმა გაერთიანებამ „ეროვნული ინპერატივი“ მოსწავლე-ახალგაზრდებთან მორიგი შეხვედრა გამართა  თემაზე „მეცხრამეტე საუკუნე თავისუფლების იდეა“, სადაც სოლომონ დოდაშვილისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის უცნობი დეტალები იქნა წარმოდგენილი, ლექცია-სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს „ილია ჭავჭავაძის შემეცნებითი კლუბი“ ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს,  რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდება. პროექტის მიზანია, რეგიონში კულტურისა და საგანმანათლებლო სივრცის სტიმულირება, წახალისება და ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების კომპონენტების დანერგვა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. აქტივობები დატვირთულია შემეცნებითი, ინტერაქტიული, ლიტერატურული, სახელოვნებო და თეატრალიზებული კომპონენტებით. პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, ღონისძიებებს ორგანიზებას  ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური უწევს.

„პროექტი არაფორმალურ განათლებას ეხება  რაც საკმაოდ  მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტული დარგის განვითარებას ჩვენს რეგიონში  მესამედ  ვესწრები და აქტივობებშიც ვარ ჩართული.“ აღნიშნა დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ მურო ექიზაშვილმა.

თამარ ადამია, შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ხელმძღვანელი:

-ეროვნული იმპერატივი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მესამე შეხვედრას მართავს. ეს გახლავთ შემეცნებითი პროექტი, რომელიც თვეში ერთხელ აწყობს შეხვედრას სხვადასხვა თემატიკაზე, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდები აქტიურად  არიან ჩართულები.


Share.

Leave A Reply