თეატრალური დასი „ერა“ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე

0


„ამ გზის ბოლო სადგური“ ამ სახელწოდების სპექტაკლი გაიმართა ბოლნისის კულტურის სახლში, თეატრალურმა დასმა „ერამ“ ერთი ოჯახის ტრაგიკული ცხოვრება სცენაზე გააცოცხლა. სპექტაკლი ორგანიზაცია „მწვანე მთვარემ“ „საქართველოში ხელოვნების გზით მავნე ჩვევებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აგიტაციის“ პროექტის ფარგლებში დადგა. ორგანიზაცია 2015 წელს შეიქმნა, რომლის მიზანია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ცნობიერების ამაღლება მავნე ჩვევებზე.
„ჩვენ სხვადასხვა სახის პროექტებს ვახორციელებთ, ხელოვნების გზით ვცდილობთ საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ თუ რა მოაქვს მავნე ჩვევებს, რა შედეგით სრულდება ნარკოტიკზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის ცხოვრება, ამჯერად „ერას“ მსახიობებმა სპექტაკლით წარმოადგინეს ერთი ოჯახის ცხოვრება და ტრაგედია, სპექტაკლი ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა“. აღნიშნა ორგანიზაცია „მწვანე მთვარეს“ თავმჯდომარემ ზვიად კოჩალიძემ.


Share.

Leave A Reply