ნოვრუზ ბაირამის ტრადიციული ტურნირი ფეხბურთში

0


ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ფეხბურთში „ნოვრუზ ბაირამი 2019“, 15 მარტს დაიწყო, მასში ქვემო ქართლის ხუთი მუნიციპალიტეტის 16 გუნდი იყო ჩართული. ტურნირი 21 მარტს ფინალური შეხვედრით დასრულდა. ფინალში ერთმანეთს სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის გუნდი „აზრუ“ და დმანისის სკოლის გუნდი „აისი“ დაუპირისპირდნენ, დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ ცურტავის გუნდის სასარგებლოდ ანგარიშით 3:1 დასრულდა. ფინალისტები შესაბამისი თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.


Share.

Leave A Reply