საქართველოს პრეზიდენტი ბოლნისს სტუმრობდა

0

19 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვიზიტის  ფარგლებში,    სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან  ერთად ბოლნისსაც ეწვია.  ქვეყნის პირველმა პირმა  სიონის საკათედრო ტაძარი მოილოცა,  მას  მეუფე ეფრემმა, ტაძრის წინამძღვარმა  და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა  უმასპინძლეს. პრეზიდენტმა ასევე დაათვალიერა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობა.  ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში კი  სალომე ზურაბიშვილი  საზოგადოებას  შეხვდა,     სტუმრობის მიზანი იყო რეგიონში  არსებული მდგომარეობის  გაცნობა,  ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალის  ხელშეწყობა.   ვიზიტის ბოლოს, პრეზიდენტმა  სოფელ დისველში ეკომიგრანტ ქალთა ყველის საწარმო მოინახულა, გაეცნო იქ არსებულ ვითარებას და ადგილზე წარმოებული პროდუქციაც დააგემოვნა. სალომე ზურაბიშვილი რეგიონულ შეხვედრებს 20 მარტს გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს მიულოცავს.


Share.

Leave A Reply