,,სიონი“- ,,დინამო“

0


,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მეორე ტურში, პირველი საშინაო თამაში, ბოლნისის ,,სიონმა’’, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართა.
ბოლნისის ,,სიონმა“, თბილისის ,,დინამოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
სტუმრები 28-ე წუთზე, დმიტრო ივანისენიამ დააწინაურა. 41-ე წუთზე, . შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, “დინამოს” კაპიტანი, გუჯა რუხაია მოედნიდან გააძევა. თემურ შალამბერიძის გუნდმა, 43-ე წუთზე, ჯაბა უგულავას 11-მეტრიანით ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი გავიდა. 69-ე წუთზე, ვილი ისიანმა “დინამოს” კარში გაიტანა და “სიონი” დააწინაურა .
მომდევნო თამაშს გუნდი გორში გამართავს, ფეხბურტელები კარგ განწყობაზე არიან და გორიდანაც გამარჯვებით დაბრუნებას გეგმავენ.


Share.

Leave A Reply