სოფელ ხატისოფელში მალე, ახალი ამბულატორია აშენდება

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ხატისოფელში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ბუბა გობეჯიშვილმა სოფლის მაცხოვრებლებისგან პირადად მოისმინა ის პრობლემები, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ.

წელს ხატისოფელში ახალი ამბულატორია აშენდება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,მაცხოვრებლებთან ერთად ტერიტორიის შესაძლო ვარიანტები განიხილეს, სადაც ახალი ამბულატორია განთავსდება.

2019 წელს, სოფელ ხატისოფელში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ასევე დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა და სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.


Share.

Leave A Reply