სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 20 აპრილიდან დაიწყება

0

2019 წლის 4 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში) განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 47 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 720 000 ლარი დაიხარჯება, პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. შესაბამისი მომსახურებების შესყიდვაზე, თითქმის ყველა დასამზადებელ პროექტზე, ხელშეკრულებები გაფორმებულია საპროექტო ორგანიზაციებთან.

სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 20 აპრილიდან დაიწყება.


Share.

Leave A Reply