უფასო სამედიცინო აქცია ბოლნისში

0

ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის მიზნით, 30 მარტს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით,  ჯანმრთელობის სახლმა „ტრიომედმა“,  კოტე მარდალეიშვილის სახელობის, მედიცინის ცენტრის წამყვან სპეციალისტებს უმასპინძლა. უფასო  სამედიცინო კვლევა  ჩაუტარდათ ცენტრში მისულ პაციენტებს. დიაგნოსტიკა  სხვადასხვა პროფილის სპეციალისტმა ჩაატარეს. მარდალეიშვილის კლინიკა უკვე მეორე წელია რაც მსგავს აქციებს აწყობს საქართველოს სხვადასხვა  რეგიონებში, ბოლნისში პირველი აქციაა, თუმცა არ გამორიცხავენ  რომ კვლავ ესტუმრონ ჩვენს ქალაქს.


Share.

Leave A Reply