,,წიგნების თაროს” მეექვსე მეთექვსმეტედ ფინალურ თამაშში დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლამ, თბილისის 175-ე საჯარო სკოლა დაამარცხა

0

კაზრეთის სკოლა უკვე მეოთხე წელია აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროექტში და აღსანიშნავია, რომ გუნდი ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო თამაშით. ,,მურო ექიზაშვილის, თაკო ზურაბიშვილისა და საბა შალიკიანისაგან შემდგარი გუნდი კვლავ ჩაერთო „წიგნების თაროს“ მეექვსე სეზონში.შეხვედრა შედგა თბილისის 175-ე სკოლასთან, ძალიან დაძაბულ თამაშში გაიმარჯვა ჩვენმა სკოლამ და მერვედფინალში გადავიდა. შემდეგი მეტოქე თბილისის ვეკუას 42-ე საჯარო სკოლის გუნდია. წინ ძალიან საინტერესო და დაძაბულ თამაში გველოდება.
მოსწვლეების მოლოდინს რაც შეეხება, გუნდი არის ძალიან ძლიერი, გამოცდილი და დიდი პასუხისმგებლობით ემზადებიან. მთელი სკოლა გულშემატკივრობს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსწავლეების დამოკიდებულება შეიცვალა წიგნის, კითხვის და განათლების მიმართ.. ჩვენთვის ძალიან საამაყოა,რომ ვართ წიგნების თაროელები,“ განაცხადა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა დინარა პირველმა.


Share.

Leave A Reply